ბლუმის/გარდნერის დავალებები მოსწავლეებისთვის

ბლუმის/გარდნერის დავალებები  მოსწავლეებისთვის
*თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად უნდა შეათანხმოს დავალებები და მათი შესრულების დრო. ისინი შეარჩევენ  მრავალმხრივი ინტელექტის რამდენიმე მწკრივს მოცემული ცხრილიდან.

ცოდნა
გაგება
გამოყენება
ანალიზი
სინთეზი
შეფასება
ლინგვისტიკა
მოიძიეთ ინფორმაცია წყლის რესურსების სიმცირის შესახებ. წარმოადგინეთ ჩამონათვალი.
აღწერეთ წყლის ეკონომიურად გამოყენების მეთოდი, თქვენი ოჯახის მაგალითზე.
როგორ შეგიძლიათ გააცნოთ თქვენს ოჯახს წყლის ეკონომიურად გამოყენების მეთოდები?
შეადარეთ თქვენი სტრატეგიები სხვა ოჯახების მიერ გამოყენებულ ვარიანტებს.
დაწერეთ წერილი წყლის ეკონომიურად გამოყენების სტრატეგიების შესახებ, რომელსაც თქვენი კლასის მოსწავლეები მიმართავენ.
შეაფასეთ წყლის ეკონომიურად გამოყენების მაჩვენებელი სახლში. დაასაბუთეთ თქვენი გადაწყვეტილება.
ლოგიკურ–
მათემატიკური
შეაგროვეთ მონაცემები სახლში წყლის მოხმარების შესახებ. მაგალითად, წყლის საშუალო მოხმარების მაჩვენებელი, შხაპის მიღება და ა.შ.
შეაჯამეთ წყლის მოხმარების შესახებ მოძიებული მონაცემები.
გამოთვალეთ, რამდენად ეკონომიური გახდება წყლის მოხმარება სახლში, თუ თქვენი ოჯახის ყველა წევრი შხაპის მიღების ხანგრძლივობას 1 წუთით შეამცირებს.
იმუშავეთ მეგობართან ერთად და შეადარეთ მიღებული მონაცემები.
მონაცემების შედარების საფუძველზე შეადგინეთ ანგარიში.
მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით, განავითარეთ ჰიპოთეზური თეორია მთელი სკოლის მიერ წყლის მოხმარების შესახებ.
ვიზუალურ–
სივრცული
გაეცანით რეკლამებს თანამედროვე ხელსაწყოების შესახებ. განასხვავეთ რეალური ფაქტები, სარეკლამო მიზნებით გამოგონილისგან.
მოიფიქრეთ რეკლამა თქვენი ჭურჭლის/სარეცხი  მანქანის შესახებ, მოცემული ტექნიკის ფუნქციებით წყლის მოხმარების შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
წარმოაჩინეთ, როგორ უზრუნველყოფენ რეკლამის შემქმნელები საგნის ეფექტურობაში ჩვენს დარწმუნებას.
დახატეთ, ან მოიძიეთ წყალმომარაგების სქემა, რომელსაც სახლში გამოიყენებთ.
თქვენი  სქემის გამოყენებით, შეცვალეთ „ნარჩენი წყლის“ არსებული გადამუშავების სისტემა.
გამართეთ დისკუსია „ნარჩენი წყლის“ რესურსის შემდგომი მოხმარების შესაძლებლობების შესახებ ჩვენს სახლებში. 



ბლუმის/გარდნერის მოსწავლის დავალებები 


*თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად უნდა შეათანხმოს დავალებები და მათი შესრულების დრო. ისინი შეარჩევენ  მრავალმხრივი ინტელექტის რამდენიმე მწკრივს მოცემული ცხრილიდან.

ცოდნა
გაგება
გამოყენება
ანალიზი
სინთეზი
შეფასება
მუსიკალური
გადმოწერეთ ინტერნეტიდან, ან ჩაწერეთ და შეინახეთ  წყლის ცირკულაციის ბგერები ელექტრონული პუბლიკაციისათვის.
მოიყვანეთ მოცემული ბგერების შესაბამისი მაგალითები და შეისწავლეთ ადამიანების ასოციაციები აღნიშნული ჟღერადობის გაგონებისას.
გამოიყენეთ ბგერების რედაქტირების პროგრამა, ჩაატარეთ ბგერითი ექსპერიმენტები.
ხმოვანი ბგერები კატეგორიებად დაყავით.   მაგალითად, დამამშვიდებელი, მზარდი, უხეში და ა.შ.
წარმოადგინეთ, როგორ მოქმედებს ადამიანების განწყობაზე წყლის სხვადასხვა სახის ხმოვანი ბგერები.
ჩაიწერეთ სარეცხი მანქანის/ჭურჭლის სარეცხი მანქანის სატელევიზიო რეკლამები. შეაფასეთ ხმოვანი ფონი, რომელიც რეკლამაშია გამოყენებული.
ინტერპერსონალური
ჩაატარეთ გამოკითხვა კლასში, მოსწავლეების დამოკიდებულების შესასწავლად წყლის რესურსის ეკონომიკურად მოხმარებასთან დაკავშირებით.
გამოკითხვის შედეგად მიღებულ მონაცემებში, გამოყავით ხუთი მხარდამჭერი და ხუთი საპირისპირო მოსაზრება წყლის ეკონომიკურად მოხმარების თაობაზე.
სამ მეგობართან ერთად, მოემზადეთ წყლის ეკონომიურად მოხმარების საშუალებების განხილვისათვის. გამოიყენეთ მხარდამჭერი და საპირისპირო არგუმენტები მსჯელობისას.
რა დამატებითი არგუმენტების მოტანა შეგიძლიათ, დებატების აქტიური ფორმატის უზრუნველსაყოფად?
აღნიშნული ზუსტად ასახავს არსებულ სიტუაციას? განიხილეთ.
დისკუსიის შემდეგ განიხილეთ, რომელი ჯგუფის მოსაზრებაა წარმატებული და რატომ.
ინტრაპერსონალური
ერთი კვირის განმავლობაში აწარმოეთ დღიური წყლის მოხმარების შესახებ. მოახდინეთ მოხმარების ტიპების კლასიფიკაცია. მაგალითად,  რეკრეაციული, კვებითი და ა.შ.
შეაჯამეთ თქვენი მოსაზრებები წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით.
წარმოადგინეთ წყლის პირადი მოხმარების მოდიფიცირებული ვარიანტები.
წარმოადგინეთ გარშემო მყოფი ადამიანების სხვადასხვა მოსაზრება წყლის ეკონომიურ მოხმარებასთან დაკავშირებით.
შეაფასეთ თქვენი მეგობრების  მიერ წყლის ეკონომიურად მოხმარების სტრატეგიები..
მოამზადეთ  თემა, სადაც შეადარებთ თქვენ მიერ წლის ეკონომიურად მოხმარების სტრატეგიებს თქვენი მეგობრებისას.



ბლუმის/გარდნერის დავალებები მოსწავლეებისთვის


*თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად უნდა შეათანხმოს დავალებები და მათი შესრულების დრო. ისინი შეარჩევენ  მრავალმხრივი ინტელექტის რამდენიმე მწკრივს მოცემული ცხრილიდან.

ცოდნა
გაგება
გამოყენება
ანალიზი
სინთეზი
შეფასება
ნატურალისტური
მოიძიეთ ინფორმაცია ადიდებული წყლის ნაკადის/ნიაღვრის წყაროებზე და წყლის არხებზე ზემოქმედების შესახებ.
დაწერეთ მოკლე განმარტებითი ანგარიში.
მოიძიეთ, სანიაღვრე არხები ადგილობრივად (სახლის, ან სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე)
რა სახის დაბინძურება შესაძლოა განვიხილოთ, სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით?
რა ზემოქმედება შესაძლებელია ჰქონდეს აღნიშნულ დაბინძურებას სასმელი წყლის ხარისხზე? შეადარეთ დაბინძურების ტიპები ურბანული და სოფლის დასახლებების მაგალითზე.
შეაფასეთ წყლის ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიები ურბანულ და სოფლის დასახლებებში.
სხეულის
კინესთეტიკური
მოიძიეთ წყლის თემატიკასთან დაკავშირებული  თქვენთვის საინტერესო ლექსი, მუსიკა ან სურათი.
დაწერეთ მოკლე ანგარიში მოძიებულ მასალასთან დაკავშირებით. წარმოაჩინეთ მიმართულებები, რომელსაც მოცემული ნაშრომის მეტად თვალსაჩინოდ წარმოჩენა შეუძლიათ.
გააცანით  მასალა მეგობარს, ოჯახს, ან თანაკლასელებს.
შეადარეთ მეგობრის ნაშრომს.
რა სახის მსგავსება/განსხვავებაა წარმოდგენილ მასალებს შორის? რა განაპირობებს განსხვავების არსებობას?
მოიძიეთ ინფორმაცია კომერციულად წარმოებული წყლის შესახებ და შეაფასეთ.


No comments:

Post a Comment